აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 2 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 2 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 32 052 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 255 833 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 009 ადამიანი.