აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 1 410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 799 ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოპერაციული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
დღეისთვის, აზერბაიჯანში გამოვლენილია ინფიცირების 63 748 შემთხვევა, მათ შორის 48 049 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 824 გარდაიცვალა.
ამჟამად ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის აქტიური შემთხვევების რიცხვი 14 875-ს აღწევს.