აზერბაიჯანში კორონოვირუსით ინფიცირების 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 6 860 შემთხვევა, 3 871 პირი გამოჯანმრთელდა, 82 პაციენტი გარდაიცვალა.
ამჟამად, საავადმყოფოში რჩება 2 907 ადამიანი. მათგან 66-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.