აზერბაიჯანში კორონავირუსის 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი
ბოლო 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 826 შემთხვევა გამოვლინდა, 1 597 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
5 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 487 204 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 467 043 პაციენტი გამოჯანმრთელდა.