აზერბაიჯანში კორონავირუსის 668 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 668 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 668 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი სამით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 5 442 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 343 216 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 332 752 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 022 კი გარდაიცვალა.