აზერბაიჯანში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17:15, 25.06.2021

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 65 შემთხვევა გამოვლინდა, 89 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7 728 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 335 741 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 329 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 967 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 815-ს შეადგენს.

მსგავსი