აზერბაიჯანში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი, 335 პირი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 13 715 შემთხვევა, გარდაიცვალა 167 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 7 503-ს შეადგენს.
განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად 6 045 ადამიანი მკურნალობს.