აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 968 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 20-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 30 954 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 377 304 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 341 142 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 208 კი გარდაიცვალა.