აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 714 შემთხვევა გამოვლინდა, 2 470 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 405 542 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 353 140 პაციენტი გამოჯანმრთელდა.