აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 551 შემთხვევა გამოვლინდა, 1 196 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 388 437 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 344 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა.