აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 077 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 077 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 077 შემთხვევა გამოვლინდა, 3 725 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 463 326 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 416 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი