აზერბაიჯანში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა, 419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შვიდი კი, გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7 004 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 333 723 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 323 617 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 903 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 5 203-ს შეადგენს.