აზერბაიჯანში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 329 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 6 133 ტესტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 230 907 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 224 760 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 153 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 994-ს შეადგენს.