აზერბაიჯანში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 57 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 389 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 337 098 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 330 725 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 984 კი გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 4 069 218 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 2 459 102 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 1 610 116 მოქალაქეს.