აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 997 შემთხვევა გამოვლინდა, 2 319 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 582 504 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 547 354 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 767 კი გარდაიცვალა.