აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 289 შემთხვევა გამოვლინდა, 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამეში გარდაიცვალა ხუთი კოვიდინფიცირებული. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 350 605 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 334 667 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 056 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 822-ს შეადგენს.