აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 009 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი
ბოლო 24 საათში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 009 შემთხვევა გამოვლინდა, 1 378 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კოვიდინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 828 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 488 213 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 468 421 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 611 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 181-ს შეადგენს.