აზერბაიჯანში კორონავირუსის ​825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის ​825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 825 შემთხვევა გამოვლინდა, 1 283 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 574 799 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 539 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი