აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 108 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 108 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 108 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ოთხით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 527-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 339 062 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 331 537პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 998 კი გარდაიცვალა.