აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 29-ით გაიზარდა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 29-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 224 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 29-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 33 988-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 470 985 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 430 717 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 280 კი გარდაიცვალა.