აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აღრიცხულია ინფიცირების 40 788 შემთხვევა, მათგან 598 ლეტალური აღმოჩნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ვირუსი უკვე დაძლია 38 587 პირმა.