აზერბაიჯანში ევროკავშირის საელჩო - ახალი თავი იწყება, მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობის, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ხიდების აგებას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის
ახალი თავი იწყება, მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობის, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ხიდების აგებას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანში ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში.
საელჩო განცხადებით ეხმაურება აზერბაიჯანში ევროკავშირის ახალი ელჩის, მარიანა კუიუნდზიჩის დანიშვნას.
ევროკავშირის ახალმა ელჩმა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობების არსებობაზე საუბრისას მარიანა კუიუნდზიჩმა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს რეგიონული სატრანსპორტო კავშირების შექმნის პროექტებს.
ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას განაღმვის სფეროში.