აზერბაიჯანში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება
აზერბაიჯანში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

აზერბაიჯანში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მოქალაქეებს სახლიდან გასასვლელად sms-ნებართვის მიღება სჭირდებათ.

მობილური შეტყობინებით ნებართვის მიღება იმ შემთხვევაშიც იქნება საჭირო, თუ პირი სახლიდან სურსათის საყიდლად, ბანკში ან აფთიაქში აპირებს წასვლას.

სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებში დადიან, სახლიდან გასვლა შეეძლებათ, თუ დამსაქმებელმა მათი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ონლაინ-პორტალზე შეიყვანა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 521 შემთხვევა არის აგამოვლენილი, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.