აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 386 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 386 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ინფიცირებული

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ოთხით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3 381 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 340 443 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 332 056 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 006 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი