აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 7,533 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შედეგად აზერბაიჯანში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, ფატალური შემთხვევების საერთო რიცხვი ქვეყანაში 88-ს აღწევს.
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ისგან სულ 4,024 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსზე 300,000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული.