აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 107 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 107 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ინფიცირებული

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 770 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 39-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 52 613-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 421 103 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 362 898 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 592 კი გარდაიცვალა.