აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 447 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 ინფიცირებული
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 447 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 428 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 41-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
6 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 51 828-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 447 725 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 389 977 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 920 კი გარდაიცვალა.