აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 276 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 276 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 276 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 38-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 12 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 44 585-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 4560 092 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 409 404 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 103 კი გარდაიცვალა.