აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 146 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 146 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 1 822 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 39 524 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 5 780ადამიანი.

დატოვე კომენტარი