აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 896 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 896 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ინფიცირებული

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 896 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 764 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 19-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

7 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 17 039-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 502 207 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 478 403 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 765 კი გარდაიცვალა.