აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 530 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 864 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 21-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

7 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 23 114-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 598 503 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 567 385 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 004 კი გარდაიცვალა.