აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 215 ადამიანი დაინფიცირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 215 ადამიანი დაინფიცირდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში ​კორონავირუსის 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 117 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 41 519 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 39 129 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 605 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 785-ს შეადგენს.