აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 146 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 146 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 162 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოებში სულ  1 747 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 34 620 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 510 ადამიანი გარდაიცვალა.