აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 256 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 256 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 256 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 10 188 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 243 424 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 231 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 314 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 213-ს შეადგენს.