აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 633 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 633 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 174 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 5 900 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 343 849 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 332 926 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 023 კი გარდაიცვალა.