აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 412 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 412 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 125 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3 148 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 340 057 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 331 907 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 002 კი გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყების დღიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის ვაქცინით 4 516 987 ადამიანია აცრილი. აქედან აცრის ერთი დოზა 2 634 015 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორი დოზა 1 882 972 მოქალაქეს.