აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი კი გარდაიცვალა

16:44, 04.12.2020

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4267 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 41 პაციენტი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ვირუსისგან 2 566 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 138 000 შემთხვევა, მათ შორის 83 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 551 გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 52 649-ს შეადგენს.

 

მსგავსი