აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 762 შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 762 შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 38-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

3 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 53 210-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 436 257 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 377 287 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 760 კი გარდაიცვალა.