აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 305 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 305 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 305 შემთხვევა გამოვლინდა, 3 423 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 40 პაციენტი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

4 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 439 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 380 710 პაციენტი გამოჯანმრთელდა.