აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 80 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 80 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 80 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი სამით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3 570 შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 340 715 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 332 136 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 009 კი გარდაიცვალა.