აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 41 752 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 608 ადამიანი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 39 235 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 909 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობს.