აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 557 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 557 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 557 შემთხვევა გამოვლინდა, 3 592 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

8 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 450 282 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 393 569 პაციენტი გამოჯანმრთელდა.