აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 303 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 303 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ინფიცირებული

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 303 შემთხვევა გამოვლინდა, 1 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 12 075 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 507 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 480 685 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 809 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 20 363-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი