აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 102 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 102 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 102 შემთხვევა გამოვლინდა, 863 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 505 554 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 479 675 პაციენტი გამოჯანმრთელდა.