აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 174 შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 174 შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 174 შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 947 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 336 962 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 330 668 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 982 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 312-ს შეადგენს.