აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 169 შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა

18:18, 16.07.2021

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 169 შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამეში გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 628 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 337 970 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 331 112 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 990 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 868-ს შეადგენს.

მსგავსი