აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 105 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 105 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი

აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 33 481 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 488 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 2 937 კოვიდინფიცრებული აგრძელებს მკურნალობას.