აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 850 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 850 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 850 შემთხვევა გამოვლინდა, 735 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 498 630 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 476 964 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი