აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 770 შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 770 შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 770 შემთხვევა გამოვლინდა, 3 788 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 468 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 427 493 პაციენტი გამოჯანმრთელდა.