აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 703 შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 703 შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 703 შემთხვევა გამოვლინდა, 2 180 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 13 211 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 593 588 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 560 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 929 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 24 660-ს შეადგენს.